თუ ხართ საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ან სამოქალაქო აქტივისტი და გსურთ განივითაროთ საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარები, უკეთ მოიზიდოთ მხარდამჭერები და ჩაატაროთ ქრაუდფანდინგის კამპანიები, თქვენთვის კარგი სიახლე გვაქვს.
დავიწყეთ მიღება ტრენინგების ახალ ეტაპზე „საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარების გაუმჯობესება ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით“.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 20 სექტემბერის ჩათვლით, 18:00 საათამდე, ბმულზე.
ტრენინგი ტარდება CSRDG-ის ორგანიზებით, პროექტის 'სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის' ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით. European Union in Georgia Civil Society STAR Initiative