დონორი: ევროკომისია (ევროპული კომისია)
პროექტის განმახორციელებლები: საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (წამყვანი პარტნიორი) და ორი თანაგანმახორციელებელი: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) და საქართველოს მთიანი რეგიონების ამბროლაურის რაიონის ფერმერ-მეფუტკრეთა ასოციაცია
ხანგრძლოვობა: 36 თვე
განხორციელების პერიოდი: 01.01.2023 – 31.12.2025
პროექტის ბიუჯეტი: 1 958 000 ევრო. აქედან CSRDG-ის წილი - 580 000 ევრო
სამიზნე სექტორები: მერძევეობა, მეფუტკრეობა
სამიზნე რეგიონები: გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმ - ქვემო სვანეთი და კახეთი
პროექტის მოკლე აღწერა
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის ფარგლებში (ENPARD IV).
სამიზნე ჯგუფები
1.სურსათის ბიზნესოპერატორები (ფერმერები (მეფუტკრეობისა და მერძევეობის ღირებულებათა ჯაჭვი), მწარმოებლები, მწარმოებელი ორგანიზაციები და კოოპერატივები, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოები);
2.მომხმარებლები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები;
3.მომხმარებელთა უფლებების დამცველი ჯგუფები;
4.მედია;
5.საქართველოს პარლამენტი;
6.საქართველოს მთავრობა;
7.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
8.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები;
9.სურსათის ეროვნული სააგენტო;
10.გარემოს ეროვნული სააგენტო;
11.განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
12.ადგილობრივი ხელისუფლება;
13.პროფესიული განათლებისა და გადამზადების დაწესებულებები.
პროექტის მიზნები
1.მერძევეობისა და მეფუტკრეობის მიწოდების ჯაჭვის მხარეების (ფერმერები, ძირითადი მწარმოებლები, სურსათის სხვა ბიზნესოპერატორები) პრაქტიკული უნარ-ჩვევებით, ცოდნითა და გაძლიერებული შესაძლებლობებით აღჭურვა, რათა გაუმჯობესდეს მათი საქმიანიბის შესაბამისობა სურსათის უვნებლობისა და სანიტარულ/ფიტოსანიტარულ ნორმებთან;
2.დაინტერესებული მხარეების (საჯარო, საცალო ვაჭრობის, ფერმერების/მწარმოებლების, ლაბორატორიების, მომხმარებლების) გაუმჯობესებული კომუნიკაცია და მონაწილეობა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ რეფორმის პროცესში;
3.მომხმარებლების, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისა და მედიის ცნობიერების ამაღლება სურსათის უვნებლობის მარეგულირებელი მოთხოვნებისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ, უკეთ ინფორმირებული მომხმარებლის და მისი ყიდვის გაცნობიერებული გადაწვეტილების და ხარისხიან პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნის ხელშეწყობის მიზნით.
პროექტის მოსალოდენელი შედეგები
1.სამიზნე ჯგუფების (სურსათის ბიზნესოპერატორების) გაუმჯობესებული შესაბამისობა სურსათის უვნებლობისა და სანიტარული და ფიტოსანიტარული ნორმების მოთხოვნებთან;
2.მთავრობის გაუმჯობესებული ანგარიშვალდებულება დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციისა და ჩართულობის შედეგად (სურსათის უვნებლობისა და სანიტარული და ფიტოსანიტარული ნორმების იმპლემენტაციის პროცესში);
3.გაზრდილი სამოქალაქო ცნობიერება და ჩართულობა სურსათის უვნებლობისა და სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ნორმებთან მიმართებაში.
პროექტის გავლენა
პროექტი ხელს უწყობს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, სურსათის უვნებლობის სტანდარტებისა და მომხმარებელთა დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების გზით და ასევე, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის გაზრდით.