კონკურსის შესახებ
"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" (CSRDG) აცხადებს დამწყები სოციალური საწარმოებისთვის იდეების საგრანტო კონკურსს.
კონკურსში ჩართვა შეუძლია სასტარტო (Start-up) ეტაპზე მყოფ და ახალ სოციალურ საწარმოებს, რომლებიც საჭიროებენ დამატებით რესურსებს, რათა განახორციელონ ინოვაციური იდეები და შექმნან მდგრადი სოციალური საწარმო.
საგრანტო კონკურსში მონაწილოების მიღებისათვის სავალდებულოა მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსების მინიმუმ 10% -იანი ფინანსური თანამონაწილეობა.
განაცხადის წარდგენა
სოციალური საწარმოს განაცხადის ფორმის წარდგენა (ჩამოტვირთეთ თანდართული ფაილები) შესაძლებელია ელექტრონულად, ელ. ფოსტის საშუალებით, მისამართზე: social.enterprise.ge@gmail.com
გთხოვთ განაცხადის გამოგზავნისას სათაურში მიუთითეთ: დამწყები სოციალური საწარმოს იდეის განაცხადი;
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 2023 წლის 20 აპრილი, 18:00 სთ.
დეტალური ინფორმაციისთვის
საკონსულტაციო შეხვედრა ონლაინ სივრცეში
დაინტერესებულ პირებთან საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდება ონლაინ, Zoom- პლატფორმის გამოყენებით 16 მარტს და 3 აპრილს 11:00 საათზე.
შეხვედრაზე რეგისტრაციის ლინკის მისაღებად დააჭირეთ აქ.
პროექტის შესახებ
2021 წლის იანვარში, ევროკომისიის გენერალური დირექტორატის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში (DG NEAR) ფინანსური მხარდაჭერით და ვენჩურული ფილანტროპიის ევროპულ ასოციაციასთან (EVPA) პარტნიორობით დაიწყო 56 თვიანი საერთაშორისო პროექტი სახელწოდებით “თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის - სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების განვითარება ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. (Collaborate for Impact - development of social entrepreneurship and social investments towards economic and social cohesion in the Eastern Partnership)“, რომელსაც საქართველოში ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG). პროექტის წამყვანი განმახორციელებელი ორგანიზაციაა EVPA, ხოლო პარტნიორები: SILab Ukraine, EduHub, Ecovisio და Impact Hub Yerevan.