პროექტის მიზანად ისახავდა საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირებას, იმ ზეგავლენის შესახებ რომელსაც ქართველ მომხმარებელზე ასოცირების ხელშეკრულების შესრულება მოახდენს.
პროექტის შედეგები - პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგების ციკლი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, რეგიონული მედია საშუალებებისა და სკოლის პედაგოგებისთვის; ჩატარდა კონკურსები მედიისა და სკოლის მოსწავლეებისთვის; გაიცა მცირე გრანტები რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.
ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე სასკოლო „სამოქალაქო განათლების“ კურსისთვის, ეკონომიკის სწავლების აქტიურ მეთოდზე დაყრდნობით, მომზადდა დამხმარე სახელმძღვანელო IX-XI კლასებისთვის.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანი იყო, საქართველოს ურბანული ცენტრების მომხმარებელთა საჭიროებების და დამოკიდებულებების შესწავლა სხვადასხვა მომსახურების სფეროში. კვლევა განხორციელდა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ.
პროექტის ღირებულება: 260 609 ევრო
დონორები: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში; საერთაშორისო ორგანიზაცია - “პური მსოფლიოსთვის”.
ხანგრძლივობა: 01/12/2015 –31/05/2017