ჩვენი საიტები
GE

ევროკავშირის მხარდაჭერით, CSRDG-მ სოციალური საწარმოების B2B გამოფენას უმასპინძლა

ევროკავშირის მხარდაჭერით, CSRDG-მ სოციალური საწარმოების B2B გამოფენას უმასპინძლა

ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) სექტორთშორისი თანამშრომლობის გასაღრმავებლად სოციალური საწარმოების B2B გამოფენას 27 ოქტომბერს, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“  უმასპინძლა. 

რიგით მეოთხე, მასშტაბური და გავლენაზე ორიენტირებული ღონისძიების მიზანია სოციალურ საწარმოებსა და ბიზნეს სექტორს, ასევე საზოგადოებრივ და საჯარო სექტორებს შორის პარტნიორობის ხელშეწყობა, პასუხისმგებლიანი შესყიდვების პრაქტიკის დანერგვა და განვითარება მეტი სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენის უზრუნველსაყოფად.

სოციალური საწარმოების B2B გამოფენას ესწრებოდა 600-ზე მეტი წარმომადგენელი ბიზნესსექტორის, დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან. 

ღონისძიების სტუმრებს მიმართეს საქართველოში ევროკავშირის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდეროვიჩმა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ურუშაძემ.

„ევროკავშირი სოციალური მეწარმეობის განვითარებას საქართველოში 2016 წლიდან უჭერს მხარს. მოხარული ვართ, რომ წლევანდელმა B2B გამოფენამ ამდენი ბიზნეს კომპანია დააინტერესა და, ქვეყნის მასშტაბით, მრავალი მხარდამჭერი მოიზიდა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ხელს შეუწყობს ამ მნიშვნელოვანი და პასუხისმგებელი სექტორის განვითარებას ქვეყანაში. ამგვარი ერთობლივი ინიციატივებით, ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული გზისკენ სწრაფვის მხარდაჭერას.“- განაცხადა ნიკოლას სენდეროვიჩმა, საქართველოში ევროკავშირის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა.

„სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევა მხოლოდ სხვადასხვა სექტორის ერთობლივი მუშაობით, გაერთიანებული რესურსებითა და ერთმანეთის გაძლიერებითაა შესაძლებელი. სოციალური მეწარმეობა კი უნიკალური სტრატეგიაა მდგრადი და შედეგზე ორიენტირებული მიდგომებით უპასუხო და დაძლიო ქვეყნის წინაშე არსებული სხვადასხვა მასშტაბის გამოწვევა“, - აღნიშნა CSRDG-ს დირექტორმა ეკა ურუშაძემ.

ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ერთ სივრცეში გასცნობოდნენ მოწინავე ქართული სოციალური საწარმოების პროდუქციასა და მომსახურებას. პირველად მოესმინათ გავლენის გმირების ისტორიები, რომლებსაც საკუთარი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების დაძლევის პროცესში. გამოფენის სტუმრებისთვის სოციალურ საწარმოები წარადგინეს საზოგადოებისთვის ცნობილმა პირებმა, რომლებიც მხარს უჭერენ ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის, როგორც დადებით სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებული ბიზნესის განვითარებას.  

სოციალური საწარმოების B2B გამოფენაზე 50-მდე სოციალური და მწვანე საწარმოს  მრავალფეროვანი პროდუქცია იყო წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში, 100-მდე ორგანიზაციის ჩართულობით, სოციალურ მეწარმეებთან 150-ზე მეტი ინდივიდუალური შეხვედრა გაიმართა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები დაიგეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში პასუხისმგებლიანი შესყიდვების პრაქტიკის დანერგვასა და  მდგრადი დადებითი გავლენის შექმნას როგორც სოციალურ, ასევე გარემოსდაცვით სფეროებში. 

B2B გამოფენა CSRDG-ის ინიციატივით 2017 წლიდან იმართება ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. 

2023 წელს, B2B გამოფენის უნიკალური სპონსორია თიბისი ბიზნესისთვის; გამოფენის ოქროს სპონსორი და მწვანე საწარმოების წარმდგენია თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია “თეგეტა გრინ პლანეტი”; ღონისძიების ოქროს სპონსორია სასტუმროების ქსელი „ინნ ჰოსფითალითი“ ; ღონისძიების ვერცხლის მხარდამჭერია სოკარი და  ალგი აუდიტი; B2B გამოფენის ფარგლებში სოციალური საწარმოების ტექნიკური და ექსპერტული მხარდაჭერის მიმართულებას European Fund for Southeast Europe (EFSE)-ს განვითარების პროგრამა უჭერს მხარს.

ღონისძიების მედია პარტნიორები: ბიზნესპარტნიორი, BMG, ფორმულა, პალიტრანიუსი, რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, რადიო იმედი, რადიო კომერსანტი, BPN და Business Insider Georgia.

გაზიარება