ჩვენი საიტები
GE

საგრანტო კონკურსი შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოებისთვის

საგრანტო კონკურსი შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოებისთვის

შეგახსენებთ, რომ მიმდინარეობს შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოების (WISE) საგრანტო კონკურსი

კონკურსის მიზანია იმ სოციალური საწარმოების მხარდაჭერა და განვითარება, რომლებიც ასაქმებენ შრომის ბაზარზე ნაკლებად კონკურენტული, მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგნელებს.

საგრანტო კონკურსის სამიზნე რეგიონებია - კახეთი, გურია და ქვემო ქართლი

კონკურსი ითვალისწინებს ფინანსურ (14 000 ევრომდე) და ტექნიკურ მხარდაჭერას , კონსულტაციებსა და ტრენინგებს ბიზნეს გეგმის წერის, მარკეტინგის, გაყიდვებისა და რესურსების მობილიზების საკითხებზე.

იხილეთ დამატებითი ინფორმაცია

საგრანტო კონკურსი ცხადდება, ევროკავშირის და „პური მსოფლიოსთვის“ მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ ფარგლებში.

გაზიარება