პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში ეკო-ცნობიერების გაზრდას ეკოკლუბების ჩამოყალიბებითა და გაძლიერებით.
პროექტის შედეგები - სამეგრელოსა და გურიის 13 სამიზნე თემის საჯარო სკოლის ბაზაზე შექმნილი ეკოკლუბების 36 წევრი მოსწავლისა და მასწავლებლისათვის ჩაატარა ტრენინგი შემდეგ საკითხებზე: ეკოკლუბის კონცეფცია - მიზნები და ამოცანები, შექმნა და გაძლიერება; ლიდერის უნარ-ჩვევების განვითარება და გუნდური მუშაობის პრინციპები; ინტერაქტიული სწავლების მეთოდები; გარემოსდაცვითი განათლება და მოხალისეობა.
პროექტის ღირებულება: 5 000 ევრო
დონორები: სამოქალაქო განათლების ფედერალური სააგენტო - bpb
ხანგრძლივობა: 20.07.2016 – 30.11.2016