ჩვენი საიტები
GE

CSRDG ბაზისბანკთან თანამშრომლობით საგრანტო კონკურსს აცხადებს

CSRDG ბაზისბანკთან თანამშრომლობით საგრანტო კონკურსს აცხადებს

კონკურსის შესახებ

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი CSRDG ბაზისბანკთან თანამშრომლობით აცხადებს მოქმედი სოციალური საწარმოების გაძლიერების საგრანტო კონკურსს.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში მხარდაჭერის მიღება შეუძლიათ მოქმედ სოციალურ საწარმოებს, რომლებიც მიზნად ისახავენ შშმ და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციას საზოგადოებაში, მათი დასაქმებისა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდით ან/და სხვა შესაძლებლობების განვითარების გზით.

შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოს განსავითარებლად მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 5'000 ლარს.

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადა

განაცხადები მიიღება 2023 წლის 10 სექტემბერის 18:00 საათამდე, ელექტრონულად: se@csrdg.ge 

გთხოვთ განაცხადის გამოგზავნისას სათაურში მიუთითეთ: სოციალური საწარმოს გაძლიერების იდეის განაცხადი.

 

 დეტალური ინფორმაცია და განაცხადების ფორმა

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით თანდართულ დოკუმენტაციას

საპროექტო განაცხადის გზამკვლევი

საპროექტო განაცხადის ფორმა

საპროექტო განაცხადის ბიუჯეტის ფორმა

 

საკონსულტაციო შეხვედრა

დაინტერესებულ პირებთან საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდება ონლაინ, Zoom- პლატფორმის გამოყენებით  5 სექტემბერს, 11:00 საათზე.

შეხვედრაზე რეგისტრაციის ლინკის მისაღებად დააჭირეთ ბმულზე.

 

ინფორმაცია თანამშრომლობის შესახებ

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრსა (CSRDG)” და “ბაზისბანკს“ შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანიც საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების გაძლიერება და ბაზისბანკის მხრიდან სოციალური მეწარმეობის კონცეფციის განვითარების ხელშეწყობაა როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური მხარდაჭერის მექანიზმებით.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ერთ-ერთი კომპონენტი შეზღუდული შესაძლებლობების და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოს მხარდაჭერა და გაძლიერებაა.

CSRDG და ბაზისბანკი პატივს სცემენ თანასწორობას და ადამიანის ღირსებას, მაღალ მოქალაქეობრივ და კორპორაციულ პასუხისმგებლობას, პროფესიონალიზმს, ურთიერთთანამშრომლობასა და სოლიდარობას, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორებია.

სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამას CSRDG 2009 წლიდან ახორციელებს. ბაზისბანკთან არსებული, არაერთჯერადი და მრავალკომპონენტიანი მხარდაჭერის მექანიზმის განვითარება კი შესაძლებლობას იძლევა ქვეყანაში მეტი სოციალური, დადებითი გავლენის შექმნისათვის.

ინფორმაცია ბაზისბანკისა და სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) შესახებ ხელმისაწვდომია ვებ-გვერდებზე bb.ge და csrdg.ge

 

გაზიარება