ჩვენი საიტები
GE

CSRDG ბაზისბანკთან თანამშრომლობით აცხადებს სოციალური საწარმოების გაძლიერების საგრანტო კონკურსს

CSRDG ბაზისბანკთან თანამშრომლობით აცხადებს სოციალური საწარმოების გაძლიერების საგრანტო კონკურსს

კონკურსის შესახებ

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) ბაზისბანკთან თანამშრომლობით აცხადებს მოქმედი სოციალური საწარმოების გაძლიერების საგრანტო კონკურსს.

კონკურსში ჩართვა შეუძლიათ მოქმედ სოციალურ საწარმოებს, რომელთა მისიაც შეზღუდული შესაძლებლობის ან სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების დასაქმება, მათი ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციაა საზოგადოებაში და საჭიროებენ დამატებით რესურსებს, რათა შექმნან უფრო მეტი დადებითი სოციალური გავლენა.

შერჩეული საწარმო მიიღებს როგორც ფინანსურ, ისე ტექნიკურ მხარდაჭერას, CSRDG კონსულტანტებისა და ბაზისბანკისგან.

სოციალური საწარმოს განსავითარებლად მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 10'000 ლარს.

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადა

სოციალური საწარმოს განაცხადის ფორმის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, ელ. ფოსტის საშუალებით, მისამართზე: se@csrdg.ge

გთხოვთ განაცხადის გამოგზავნისას სათაურში მიუთითეთ: „სოციალური საწარმოს გაძლიერების იდეის განაცხადი“

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 2024 წლის 30 ივნისი, 18:00 საათი. 

 

დეტალური ინფორმაცია და განაცხადების ფორმა

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით თანდართულ დოკუმენტაციას

 

საპროექტო განაცხადის გზამკვლევი

საპროექტო განაცხადის ფორმა

საპროექტო განაცხადის ბიუჯეტის ფორმა

ფინანსური ანგარიში

 

საკონსულტაციო შეხვედრა

დაინტერესებულ პირებთან საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდება ონლაინ, Zoom- პლატფორმის გამოყენებით 20 ივნისს, 15:00 საათზე.

შეხვედრაზე რეგისტრაციის ლინკის მისაღებად დააჭირეთ ბმულზე.

 

გაზიარება