CSRDG, "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის", პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს ვაკანსიას CSR პროგრამის CSR სპეციალისტის პოზიციაზე.
CSR-ისა და სექტორთაშორისი თანამშრომლობის ხელშეწყობა პროექტის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს. ეს ამოცანა გულისხმობს ბიზნესის სექტორში CSR-ის კულტურისა და პასუხისმგებლობიანი ქცევის ნორმების დამკვიდრების ხელშეწყობას, მთავრობის, მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობიერების ამაღლებას CSR-თან დაკავშირებულ საკითხებზე, სექტორთაშორისი თანამშრომლობის წახალისებას და CSR-ის ხელშემწყობი პოლიტიკური თუ ინსტიტუციური გარემოს ჩამოყალიბებას.
დეტალური ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილში - ტექნიკური დავალება.
წარსადგენი დოკუმენტები:
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ:
ა) CV ინგლისურ ენაზე თანდართული ფორმატის მიხედვით;
ბ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 11 აგვისტო, 2023 წ.
საკონტაქტო პირი: მაკა ასამბაძე - maka.asambadze@csrdg.ge
საბუთები გამოაგზავნეთ მითითებულ მეილზე.