შესავალი
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მხარდაჭერით, პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში აცხადებს ფასთა მოკვლევას სოციალური საწარმოების B2B გამოფენაზე „ბიზნესის ჩართულობის სპეციალისტის“ შესარჩევად.
პოზიციის აღწერა
პოზიცია: ბიზნესის ჩართულობის სპეციალისტი.
სამუშაოს პერიოდი: 1-ლი სექტემბერი - 31 ოქტომბერი, 2023 (2 თვე).
სამუშაო ადგილი: ჰიბრიდული, CSRDG ოფისი.
რეპორტინგი: B2B პარტნიორობის პროექტის მენეჯერთან.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 21 ივლისი, 2023.
2023 წლის 27 ოქტომბერს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) პარტნიორ ორგანიზაციებთან და კომპანიებთან ერთად, ევროკავშირისა და პური მსოფილიოსთვის ფინანსური მხარდაჭერით მართავს სოციალური საწარმოების B2B გამოფენას. გამოფენა მიზნად ისახავს სოციალურ საწარმოებსა და ბიზნეს სექტორს შორის პარტნიორობის ხელშეწყობას, კომპანიებში პასუხისმგებლიანი შესყიდვების პრაქტიკის დანერგვასა და განვითარებას მეტი სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენის უზრუნველსაყოფად.
მიზნის უზრუნველსაყოფად, B2B გამოფენის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალური და მწვანე საწარმოების მრავალკომპონენტიანი მხარდაჭერა. კერძოდ:
კომპონენტი 1: B2B გამოფენისთვის შერჩეული სოციალური და მწვანე საწარმოებისთვის ერთ-დღიანი ტრენინგის ორგანიზება ორ ნაკადად, რომელიც მოიცავს სემინარს სოციალური საწარმოების მიერ წარმატებული B2B შეთავაზებების მოსამზადებლად, B2B მოლაპარაკების ხელოვნებაზე და ვორქშოფს მონაწილე საწარმოების მიერ B2B შეთავაზებების ადგილზე მოსამზადებლად.
კომპონენტი 2: B2B შეხვედრების თვალსაზრისით, თითოეული ბიზნესიდან მინიმუმ 3 ინდივიდუალური შეხვედრის ჩანიშვნა პროფილით მსგავს, ან საქმიანობით/ინტერესით დაკავშირებულ სოციალურ ან/და მწვანე საწარმოებთან (B2B გამოფენის შერჩეულ მონაწილე საწარმოებთან)
კომპონენტი 3: ინდივიდუალური პრო ბონო კონსულტაციის გაწევა ბიზნეს სექტორიდანღონისძიების შემდგომ, მინიმუმ 5 წარმატებული სოციალური საწარმოსთვის.
ბიზნესის ჩართულობის სპეციალისტი აქტიურად იმუშავებს CSRDG-ის სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამის გუნდთან, B2B პარტნიორობის პროექტის მენეჯერის სუპერვაიზინგის ფარგლებში და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩამოთვლილი სამი კომპონენტის წარმატებულ განხორციელებაში.
ბიზნესის ჩართულობის სპეციალისტის ფუნქციები:
- ერთ დღიანი ტრენინგების დაგეგმვა და აღსრულება B2B პარტნიორობის პროექტის მენეჯერთან ერთად (სცენარის დაგეგმვა, მონაწილე სოციალურ საწარმოებთან კომუნიკაცია, შესაძლო სპიკერების/ექსპერტების/პროფესიონალების მონაწილეობის დაგეგმვა, მათთან კომუნიკაცია, დეტალებისა და შინაარსის შეთანხმება.
- B2B მოლაპარაკებების ჩანიშვნა ბიზნეს სექტორის მიერ სოციალურ და მწვანე საწარმოებთან (თითოეული ბიზნესისგან 3 პროფილით ან ინტერესით მსგავს მცირე საწარმოსთან შეხვედრის დაგეგმვა).
- მინიმუმ 5 ბიზნეს კომპანიასთან პრო ბონო მენტორინგის პროგრამაში ჩართულობაზე მოლაპარაკებას, რომელსაც ღონისძიების შემდგომ გადაიბარებს B2B პარტნიორობის პროექტის მენეჯერი.
ბიზნეს ჩართულობის სპეციალისტის მოსალოდნელი შედეგები:
- 2 ერთეული ტრენინგის დაგეგმვა და აღსრულება
- 50-60 ბიზნეს კომპანიასთან მოლაპარაკება და საორიენტაციოდ 150-180 B2B შეხვედრის ჩანიშვნა 50-60 მონაწილე სოციალური და მწვანე საწარმოსთვის (თითოეული ბიზნეს კომპანიის მიერ 3 მცირე საწარმოსთან B2B შეხვედრის შეთანხმება/დაგეგმვა/კომუნიკაცია).
- B2B შეხვედრების როგორც ერთიანი, ისე ინდივიდუალური განრიგის გაკეთება, რაც ეგზავნებათ შეხვედრის მონაწილე სოციალურ საწარმოებს და ბიზნესებს.
ბიზნეს ჩართულობის სპეციალისტის პასუხისმგებლობები:
- 50-60 მონაწილე სოციალური და მწვანე საწარმოს პროფილის გაცნობა, მათი პროდუქციისა და სერვისის შესახებ ინფორმაციის გაცნობა;
- მონაწილე საწარმოებთან კომუნიკაცია სამუშაო ტრენინგების თაობაზე;
- ტრენინგებისთვის მომხსენებლების მოძიება, მათთან კომუნიკაცია, სამუშაო პირობების/სამუშაოს ფარგლების შემუშავება გარე ექსპერტებისთვის/კონსულტანტებისთვის, რომლებიც ასრულებენ სამუშაოს კომპონენტი 1-ის მისაღწევად;
- სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა და აღსრულება;
- 50-60 მონაწილე სოციალური საწარმოსთვის პოტენციური კლიენტების სიის შედგენა ბიზნეს სექტორიდან (სიის დეტალური განხილვა და დამტკიცება მოხდება B2B პარტნიორობის პროექტის მენეჯერის მიერ);
- 50-60 ბიზნეს კომპანიასთან კომუნიკაცია B2B შეხვედრების ჩანიშვნასთან დაკავშირებით მათთვის პროფილით საინტერესო სოციალურ საწარმოებთან;
- დადასტურებული B2B შეხვედრების როგორც ერთიანი, ისე ინდივიდუალური განრიგების გაკეთება და ამის კომუნიკაცია როგორც სოციალურ/მწვანე საწარმოებთან, ისე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.
- B2B გამოფენის დღეს B2B შეხვედრების მონიტორინგი შეხვედრების შეუფერხებელი
- განხორციელებისთვის.
- თხრობითი ანგარიშის მომზადება ინგლისურ ენაზე, ბიზნეს ჩართულობის სპეციალისტის მიერ მიღწეული შედეგების შესახებ.
ბიზნეს ჩართულობის სპეციალისტის მინიმალური კვალიფიკაცია:
- 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება თანამშრომლობების განვითარების მიმართულებით (კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, B2B გაყიდვები, ESG, დასაქმების ფორუმები, კერძო სექტორის ჩართულობის მიმართულებით არსებული პროგრამები, ა.შ.);
- ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკის, ბიზნესის, კომუნიკაციის ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
- B2B პარტნიორობების მიმართულებით არსებული გამოცდილება და წარმატებული მაგალითების პორტფელი (ჩაითვლება უპირატესობად);
- ბიზნეს საზოგადოებასთან თანამშრომლობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
- ბიზნეს ასოციაციაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
მიწოდების ვადები
- 1-ლი სექტემბერი - 31 ოქტომბერი, 2023 (2 თვე).
- შემსრულებელი ვალდებულია თვეში ორჯერ დამკვეთს წარუდგინოს შესრულებული სამუშაოების ანგარიში.
ბიუჯეტი და ანგარიშვალდებულების პირობები
- ტენდერის ფარგლებში მოთხოვნილი თანხის ლიმიტი არ არის განსაზღვრული.
- შემოთავაზებაგადმოგზავნილ უნდა იქნეს ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს თანხის განცალკევებით მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- ფინანსური ოპერაციებისას გამოიყენება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმა;
- ანგარიშსწორება მოხდება ორ ეტაპად, ავანსისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე, დამატებითი პირობები დაზუსტდება და შეთანხმდება კონტრაქტორთან.
იურიდიული ფორმა
- ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს (ინდ. მეწარმეებს, მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირებს).
მოთხოვნილი დოკუმენტაცია
განაცხადის წარმდგენმა უნდა მოამზადოს და წარუდგინოს დამკვეთს შემდეგი დოკუმენტაციები ელექტრონული ფორმით:
- ბიოგრაფია (CV)
- თანამშრომლობების გაღრმავების მიმართულებით არსებული გამოცდილება (არაუმეტეს 1 გვერდისა)
- მომსახურების საფასური (ეროვნულ ვალუტაში, ლარში), დღგ-ს თანხის ცალკე მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
განაცხადის შემოტანა
ზემოთ ჩამოთვლილი მასალა წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, PDF ფორმატში, ელექტრონულ მისამართზე: se@csrdg.ge
დანიშნულებაში გთხოვთ მიუთითოთ “ბიზნესის ჩართულობის სპეციალისტი - B2B”.
ფასთა მოკვლევის მონაწილეები განაცხადების გადმოგზავნიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მიიღებენ დასტურს განაცხადების მიღების შესახებ.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 21 ივლისი.
ფასთა მოკვლევის დროს მიღებულ დოკუმენტებს CSRDG მხოლოდ განხილვის მიზნით გამოიყენებს და არ გაუზიარებს გარეშე პირებს ან ორგანიზაციებს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ან პროექტის დამფინანსებლის მოთხოვნის შესაბამისად განსაზღვრული შემთხვევებისა.
შერჩევის პროცედურები
დამკვეთს შეუძლია შემსრულებლისგან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან შეთავაზების მოდიფიკაცია.
ფასთა მოკვლევაში წარმოდგენილი განაცხადები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეფასდება:
- განაცხადის შესაბამისობა მოთხოვნილ პირობებთან;
- განმცხადებლის გამოცდილება და კვალიფიკაცია, მათ შორის, წარმოდგენილ პორტფოლიოში ნამუშევარი პროექტების ფუნქციონალური დატვირთვა და ტექნიკური მახასიათებლები;
- შემოთავაზებული ბიუჯეტის ოდენობა.
საკონტაქტო ინფორმაცია
გიგა ჩიტიშვილი - B2B პარტნიორობის პროექტის მენეჯერი -gigachitishvili06@gmail.com