ინფორმაცია პროექტის შესახებ
პროექტს უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის (Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia), ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცისთან ერთად. პროექტის სამიზნე რეგიონებია გურია, კახეთი და ქვემო ქართლი. პროექტის მიზანია:
1.შექმნას დასაქმების ახალი შესაძლებლობები სამუშაოს მაძიებლებისთვის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი უნარების განვითარებისა და დამსაქმებელსა და პოტენციური დასაქმებულის ერთმანეთთან დაკავშირების მექანიზმებით;
2. ხელი შეუწყოს სკოლებსა და პროფესიულ სასწავლებლებში მოსწავლე ახალგაზრდებს, შეიძინონ სათანადო ცოდნა და უნარები, რათა ეფექტურად გამოიყენონ დასაქმების არსებული შესაძლებლობები.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის Skills4jobs პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.
ძირითადი მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი), სასურველია სოციალურ მუშაობის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან მომიჯნავე სფეროები;
ცოდნა-გამოცდილება: დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება; გუნდში მუშაობის გამოცდილება; ქართული და ინგლისური ენების ცოდნა; საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა; არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
უნარ-ჩვევები: კარგი კომუნიკაციის უნარი; ორგანიზების უნარი; შემოქმედებითობა; განვითარებაზე ორიენტირებულობა და მიზანდასახულობა; საოფისე კომპიუტერული პროგრამების გამოყენების უნარი; გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი; გუნდში მუშაობის უნარი; მრავალმხრივი ამოცანების გადაჭრის უნარი; გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე
ჩვენ გთავაზობთ: კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს; ადამიანური კაპიტალის განვითარების შესახებ ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენას; ორგანიზაციულ კულტურას, რომელიც ეფუძნება გუნდურობასა და ურთიერთპატივისცემას;
ანაზღაურება: პოზიცია ითვალისწინებს 75% დატვირთულობას და ანაზღაურება განსაზღვრულია 460.78 ევროს ექვივალენტი ლარში დარიცხული. სტაჟირების ხანგრძლივობა 4 თვე;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:
რეზიუმე (СV);
სამოტივაციო წერილი;
ორი რეკომენდატორის ვინაობა და მათი საკონტაქტო ინფორმაცია, ვისაც შეუძლია შეაფასოს პირის აკადემიური ცოდნა ან/და უნარ-ჩვევები;
მოთხოვნილი დოკუმენტაცია, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე არაუგვიანეს 4 სექტემბრისა: csrdgskills4jobs@gmail.com და წერილის სათაურში მიუთითოთ „ანაზღაურებადი სტაჟირება“ .