საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ერთ-ერთი პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წლიდან მუშაობს მთელი საქართველოს მასშტაბით. მას შემდეგ, ორგანიზაციის გუნდი ორიენტირებულია ისეთ შედეგებზე, რომელიც პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე მთელს საზოგადოებას.
დაგროვილი აკადემიური ცოდნისა და მრავალწლიანი წარმატებული პრაქტიკული გამოცდილების შედეგად, ორგანიზაციამ სანდო პარტნიორისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციის სახელი დაიმკვიდრა.
დაარსების დღიდან, ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაში. კერძოდ, თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა საქართველოს რეგიონალური სათემო ორგანიზაციების ქსელი, განახორციელა არაერთი კვლევითი პროექტი, საფუძველი დაუდო მრავალ საკანონმდებლო ინიციატივას, ხელი შეუწყო ქვეყანაში სოციალური მეწარმეობისა და სოციალური სერვისების განვითარებას.
გარდა ამისა, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, საქართველოში ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც საუბარი წამოიყო ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და მომხმარებლის უფლებების დაცვა.
იხილეთ ორგანიზაციის ძირითადი ისტორია, 1995 წლიდან დღემდე
იხილეთ ორგანიზაციის ბიზნეს სექტორთან ურთიერთობის პოლიტიკა