ტრენინგები და კონსულტაციები

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა 1998 წლიდან დაიწყო ტრენინგებისა და საკონსულტაციო მომსახურების მიწოდება. CSRDG ფოკუსირებულია, როგორც კერძო, ისე საჯარო და არასამთავრობო სექტორში მოღვაწე ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარებასა და გაძლიერებაზე. ამ მიზნით, CSRDG ატარებს ორგანიზაციული საჭიროებების შეფასებას, ტრენინგებს, კონსულტაციებს, სამუშაო შეხვედრების ფასილიტაციას.

ჩვენ გვყავს, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორის კლიენტები, მაგალითად: საქართველოს ბანკი, ჯეოსელი, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტო, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, 198-ე საჯარო სკოლა, საავეჯე მასალების კომპანია „LTB”, UNDP, ASB, PIN, Every Child, Save the Children, NRC, გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი (GIP) და ა.შ.