როგორ გვესმის ჩვენ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა(corporate social responsibility/CSR)

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა(CSR) არის ბიზნეს კომპანიის პასუხისმგებლობა იმ ზეგავლენაზე, რომელსაც იგი თავისი საქმიანობით ახდენს საზოგადოებასა და ბუნებრივ გარემოზე.

ეს არის კომპანიის ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება საკუთარ თავზე აიღოს მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე მას კანონით ეკისრება, იმოქმედოს ეთიკურად, გაითვალისწინოს საზოგადოების მოლოდინები, დადებითი ზეგავლენა მოახდინოს თავის სამუშაო, სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა

  • არ არის კანონით დაკისრებული ვალდებულება, არამედ ბიზნესის კეთილი ნების გამოხატულება;
  • არ არის კომპანიის ძირითად ბიზნესთან მიმართებით დამატებითი საქმიანობა, არამედ ესეაა ბიზნესის წარმოების ახალი სტანდარტი;
  • არ არის კომპანიის მიერ დროდადრო განხორციელებული ინიციატივები, არამედ მისი ბიზნეს გეგმის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ჩართულია ყოველდღიურ ბიზნეს ოპერაციებში;
  • არ გულისხმობ აუცილებლად ფულად კონტრიბუციის გაღებას, არამედ მენეჯმენტის სტანდარტების დანერგვას, რომელთა მიზანია კომპანიის საქმიანობით მოხდენილი ზეგავლენების მართვა;
  • არ არის ალტრუიზმი, არამედ გრძელვადიანი ინვესტიციაა ბიზნესის წარმატებისთვის.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ძირითადი კომპონენტები:

  • კორპორაციული ეთიკა;
  • ადამიანის უფლებების დაცვა;
  • შრომითი საქმიანობის ძირითადი სტანდარტების დაცვა;
  • გარემოს დაცვა;
  • თემის განვითარება და სოციალური ინვესტიციები;
  • ანტიკორუფციული ღონისძიებები;
  • მომხმარებელთან ურთიერთობა და პროდუქციაზე პასუხისმგებლობა;
  • კორპორაციული ფილანტროპია და თანამშრომელთა მოხალისეობა;
  • მოწოდების ქსელების მართვა/მომწოდებლებთან პასუხისმგებელი ურთიერთობა;
  • დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგი;
  • გამჭირვირვალობა და ანგარიშგება.
მიზანი

პროგრამის მიზანია საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფციისა და პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა.

 

რატომ მიგვაჩნია მნიშვნელოვნად კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება?!

თანამედროვე მსოფლიოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა  გლობალური მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს. კერძო სექტორი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და გავლენიან მოთამაშეს წარმოადგენს საბაზრო ეკონომიკაში. გლობალური თუ ეროვნული დონის პრობლემები ვერ გადაიჭრება ბიზნესის აქტიური მონაწილეობის გარეშე.

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას მრავალი დადებითი შედეგი მოჰყვება ქვეყანისათვის. საქართველოში სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება მრავალ დადებით შედეგს მოიტანს, კერძოდ, ეს ხელს სეუწყობს:

  • ცალკეული სოციალური თუ ეკოლოგიური პრობლემების ეფექტურ მოგვარებას ამ პრობლემების გადაწყვეტაში ბიზნესის ჩართვის გზით;
  • საერთაშორიოს ვაჭრობის განვითარებასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას;
  • ქართული კომპანიების ჩართვას მულტინაციონალურ მოწოდების ჯაჭვებში
  • ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ზრდას;
  • ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში გათვალისწინებული მოთხოვნების უფრო ეფექტურ შესრულებას.
რას და როგორ ვაკეთებთ

ჩვენი სტრატეგია საქართველოში CSR -ის განვითარება, რისთვისაც:

  • ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სექტორებთან კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბების მიზნით.
  • ვმუშაობთ მთავრობასთან კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხელშემწყობი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების, შესაბამისი ინსტიტუციური და საკანონმდებლო გარემოს ჩამოყალიბების მიზნით.
    • საერთაშორისო პრაქტიკის ანალიტიკური კვლევები;
    • რეკომენდაციები მთავრობისათვის.
  • ვმუშაობთ: სამოქალაქო ორგანიზაციებთან; მედიასთან; უნივერსიტეტებთან.
    • კონფერენციები;
    • დაინტერესებულ მხარეთა ფორუმები;
    • საინფორმაციო სემინარები;
    • სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოები უნივერსიტეტებისათვის;
    • მიკროგრანტები სამოქალაქო ორგანიზაციებისათვის.
  • ვთანამშრომლობთ ბიზნეს კომპანიებთან, რათა დავეხმაროთ მათ დანერგონ საკუთარ  საქმიანობაში სოციალური პასუხისმგებლობის თანამედროვე სტანდარტები.

საქართველოში CSR-ის კონცეფციის პოპულარიზაციისა და სხვადასხვა სექტორების ინფორმირების მიზნით, ცენტრი ატარებს საკომუნიკაციო კამპანიებს, ტრენინგებს, სემინარებს, დაინტერესებულ მხარეთა ფორუმებს და კონფერენციებს:

  • CSRDG-ი რამდენიმე სამოქალაქო ორგანიზაციასთან ერთობლივად განახორციელა საკომუნიკაციო კამპანია ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან სოციალური პასუხისმგებლობის და სოციალური პარტნიორობის საკითხებზე (2004-2005 წწ.)
  • სემინარიკორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და საზოგადოებრივი სექტორის როლი ამიერკავკასიის რესპუბლიკების (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის (თბილისი, 2009 წ.)
როგორ დავიწყეთ
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი 2004 წლიდან ახორციელებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების პროგრამას. ადგილობრივი ორგანიზაციებიდან CSRDG-ი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ მიმართულებით დაიწყო მუშაობა.
სად ვმუშაობთ
CSRDG აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციებთან და სექტორებთან CSR-ის განვითარების მიზნით, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
მიღწევები

ადგილობრივ დონეზე:

 2005 წელს ცენტრმა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციასა და ბიზნეს-ფედერაციასთან ერთად ხელი მოაწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების თაობაზე;

  • 2006-2007 წლებში ცენტრმა ჩაატარა ორი სოციოლოგიური კვლევა კორპორატიული პასუხისმგებლობისადმი მოსახლებოსა და კერძო სექტორის დამოკიდებულების და არსებული გამოცდილების შესასწავლად; (ორიცე კვლევა გამოქვეყნებულია)
  • ცენტრმა გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონალურ პროქტთან ერთად( რომელიც უძღვება საქართველოში „გლობალური შეთანხმების“ ინიციატივას) ჩაატარა კვლევა „საქართველოში ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება და მოლოდინი“;
  • 2009 წელს ცენტრმა თორმეტ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად ხელი მოაწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს;
  • 2015 წელს ცენტრმა მრავალ სხვა ბიზნეს კომპანიასა თუ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად ხელი მოაწერა CSR კლუბის დამფუძნებელ ქარტიას.

 საერთაშორისო დონეზე 

  • 2007 წლიდან CSRDG გაეროს „გლობალური შეთანხმების” (UN Global Compact) რეგიონული ქსელის აქტიური წევრია; („გლობალური შეთანხმება“ გაეროს დაფუძნებული საერთაშორისო ინიციატივაა. მისი მიზანია მსოფლიოში სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა.)
  • 2010 წლიდან CSRDG არის ”ანგარიშგების გლობალური ინიციატივის” (Global Reporting Initiative /GRI) ორგანიზაციული მხარდამჭერი; (”ანგარიშგების გლობალური ინიციატივა” არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მიზანია მდგრადი განვითარების ანგარიშგების უნივერსალური ფორმატის შემუშავება და დახვეწა.)
  • 2016 წლიდან ცენტრი არის ”გლობალური პრო ბონო ქსელის” წევრი.

ტრენინგები, ლექციები და სემინატები ბიზნეს კომპანიებისათვის CSR-ის დასანერგად 

  • ”ცენტრმა” სამ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთობლივად (ბრიტანეთის საბჭო, გაეროს გლობალური შეთანხმება და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი) ჩაატარა ტრენინგი ”კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და საზოგადოებასთან კომუნიკაცია” (ტრენერი: ვეინ ვისსერი, ჩშღ Iნტერნატიონალ, კემბრიჯი) (2009 წ.)
  • ”ცენტრმა” და ”ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა”  ერთობლივად ჩაატარეს სემინარი ”ანგარიშგების გლობალური ინიციატივის”(GRI) საერთაშორისო ფორმატის შესახებ (სემინარს უძღვებოდა ”გლობალური ანგარიშგების ინიციატივის” წამყვანი ექსპერტი). (2009 წ.).
  • ”ცენტრმა” სლოვაკურ არასამთავრობო ორგანიზაცია ”პონტისთან" თანამშრომლობით ქართული მსხვილი და საშუალო ბიზნეს კომპანიებისათვის ჩაატარა საზაფხულო სკოლა ”კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება _ ახალი გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები საქართველოს კომპანიებისათვის”(2016 წ. 1-3 ივლისი). საზაფხულო სკოლას უძღვებოდენ საერთაშორისო ცნობადობის მქონე ექსპერტები საქართველოდან, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან (სლოვაკეთი, პოლონეთი, უნგრეთი).
  • ”ცენტრმა" მოაწყო საჯარო ლექცია ”მარკეტინგის ახალი პარადიგმა და სოციალური პასუხისმგებლობის შესაძლებლობები", რომელსაც უძღვებოდა საერთაშორისოდ ცნობილი ექსპერტი კომუნიკაციის, მარკეტინგისა და სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში თომას ქოლსთერი (2016 წ.)

ჩვენი სერვისები ბიზნესისათვის CSR- ის დასანერგად

“ცენტრის“ სამუშაო ჯგუფი საექსპერტო-საკონსულტაციო დახმარებას სთავაზობს ბიზნეს კომპანიებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებთან დაკავშირებით:

  • საკონსულტაციო პაკეტი ბიზნეს კომპანიებისათვის მდგრადი განვითარების ანგარიშგებაზე GRI ფორმატის მიხედვით;
  • საკონსულტაციო პაკეტი ბიზნეს კომპანიებისათვის CSR სტრატეგიის შემუშავებაზე. ბმული ლიფლეტზე.

 CSR-ის განვითარებისკენ მიმართული სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა

CSRDG- მუშაობს სამთავრობო სტრუქტურებთან საქართველოში CSR-ის ხელშემწყობი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების მიზნით:

  • სხვადასხვა ექსპერტებთან თანამშრომლობით CSRDG-მ მოამზადა ანალიტიკური კვლევა ,,კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და საჯარო სექტორის როლი“ და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისათვის CSR-ის ხელშემწყობი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების თაობაზე (2012 წ.).
  • CSRDG-მ ჩაატარა სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელთა და ექსპერტთა სამუშაო შეხვედრების სერია კორპორაციული პასუხისმგებლობის ხელშემწყობი სახელმწიფო პოლიტიკის საკითხებზე (2011-2012 წწ.);
  • CSRDG-მ ჩაატარა დაინტერესებულ მხარეთა ფორუმი `მთავრობისა და საჯარო სექტორის როლი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებაში" (2012 წ.).

საქართველოს უნივერსიტეტებში CSR-ის სწავლების შემოღების ხელშეწყობა 

  • ”ცენტრის” ექსპერტმა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისათვის შეიმუშავა სალექციო კურსი, რომელიც 2011 წლიდან დღემდე იკითხება კავკასიის უნივერსიტეტში;
  • ”ცენტრმა” მოამზადა პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე საქართველოს უნივერსიტეტებისა და სასწავლო დაწესებულებებისათვის (2011 წელი);
  • ”ცენტრის” ექსპერტები პერიოდულად ატარებენ საჯარო ლექციებს თბილისისა თუ რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებისათვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ.

საქართველოში სოციალური ანგარიშგების პრაქტიკის დანერგვა 

2008 წლიდან „ცენტრი“ მუშაობს საქართველოში მდგრადი განვითარების ანგარიშგების/სოციალური ანგარიშგების პრაქტიკის დასანერგად:

  • CSRDG გაეროს „გლობალური შეთანხმების“ ინიციატივის მხარდაჭერით ჩაატარა ბიზნეს ფორუმი „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და სოციალური ანგარიშგება (საერთაშორისო ტენდენციები და საქართველოს რეალობა)“ (2009 წ.).
  • CSRDG პირველი იყო ადგილობრივ ორგანიზაციათაგან, რომელმაც 2009 წელს გამოაქვეყნა მდგრადი განვითარების ანგარიში “გლობალური განვითარების ინიციატივის” (GRI) საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით.
  • CSRDG მოამზადა “ანგარიშგების გლობალური ინიციატივის” (GRI) მდგრადი განვითარების ანგარიშის ფორმატის ქართულ ვერსია (2008 წ.).
  • CSRDG მოამზადა და გამოაქვეყნა GRI დონის ანგარიშგების სახელმძღვანელოს ქართული ვერსია – “მოდით დავიწყოთ ანგარიშგება!”  სახელმძღვანელო ამ სფეროში დამწყები კომპანიებისთვის არის გამიზნული (2008 წ.).
  • CSRDG მოამზადა და გამოაქვეყნა ქართული ვერსია სახელმძღვანელოსი “ურთიერთკავშირის დამყარება”, რომელიც ეხმარება ანგარიშმგებელ კომპანიებს ერთსა და იმავე ანგარიშში შეათანხმონ გლობალური შეთანხმებისა და GRI-ს ანგარიშგების სტანდარტები;
  • CSRDG და “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა’ ერთობლივად ჩაატარეს სემინარი “ანგარიშგების გლობალური ინიციატივის” (GRI) საერთაშორისო ფორმატის შესახებ (სემინარს უძღვებოდა “გლობალური ანგარიშგების ინიციატივის” წამყვანი ექსპერტი) (2009 წ.)
Pro Bono პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობა

2015 წლიდან “ცენტრი“ აქტიურად მუშაობს საქართველოში პრო ბონო კონცეფციისა და პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით.

რა არის Pro Bono: Pro Bono პრო სერვისები,  აღნიშნავს კომპანიების მიერ სამოქალაქო ორგანიზაციებისათვის მაღალკვალიფიციური პროფესიული მომსახურების გაწევას უსასყიდლოდ, ანუ საზოგადოების საკეთილდღეოდ. იხ მეტი

  • 2015 წელს “ცენტრის“ ინიციატივით და BMW-ს კორპორატიული ფონდის მხარდაჭერით დაარსდა საქართველოს პრო ბონო ქსელი - არაფორმალური გაერთიანება საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიებისა, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ. ”ცენტრი“ ადმინისტრაციულ და საექსპერტო მხარდაჭერას უწევს ქსელის საქმიანობას;
  • ქსელის წევრებმა ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ქსელის საზეიმო პრეზენტაციის ღონისძიებაზე;
  • „ცენტრის" ინიციატივით ქსელის წევრი კომპანიებისათვის ჩატარდა არაერთი სემინარი და სამუშაო შეხვედრა;
  • `საქართველოს პრო ბონო ქსელთან თანამშრომლობით „ცენტრმა“ 2015 წელს წამოიწყო პრო ბონო სერვისების მედიაციის ინიციატივა. ინიციატივა აკავშირებს ერთმანეთთან პრო ბონო სერვისების მიმწოდებელ კომპანიებსა და ბენეფიციარ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, კომპანიათა ექსპერტიზის სფეროებისა და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა საჭიროებების მიხედვით;
  • 2016 წელს „ცენტრი" გახდა „გლობალური პრო ბონო ქსელის“ წევრი;
  • 2016 წელს „ცენტრმა“ ჩაატარა საქართველოში პირველი კრეატიული პრო ბონო მარათონი. მარათონის ფარგლებში საქართველოს წამყვანი 7 კრეატიული სააგენტოს პროფესიონალებმა უსასყიდლოდ შეიმუშავეს ინოვაციურ და კრეატიულ მარკეტინგული სტრატეგიები 7 ბენეფიციარი სოციალური საწარმოსათვის (ანუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ დაარსებული სოციალური მიზნების მქონე მცირე საწარმოებისათვის).ალბათ ბმული ფეისბულის ივენთზე, სადაც ფოტოებია და მეტი იფნო; ან ბმული ჩვენს პრო ბონო გვერდზე;
  • 2016 წლის ოქტომბერში „ცენტრმა" უმასპინძლა საერთაშორისო პრო ბონო კვირეულს.