მიზანი

ჩვენი მიზანია, სოციალური მეწარმეობის განვითარებით ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში დადებითი სოციალური და გარემოსდაცვითი ცვლილებების პროცესს.

იმისთვის რომ:

  • სამეწარმეო საქმიანობით სტაბილურად მოგვარდეს საზოგადოებაში არსებული პრობლემები;
  • გაუმჯობესდეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის სოციალური შედეგები;
  • გაუმჯობესდეს საზოგადოების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, რაც დადებით გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და სოციალურ ფონზე.
რას და როგორ ვაკეთებთ
როგორ დავიწყეთ
სად ვმუშაობთ
ვინ არიან ჩვენი დონორები და პარტნიორები

დასახული მიზნის მისაღწევად ვმუშაობთ 4 ძირითადი მიმართულებით:

მიმართულება 1. სოციალური მეწარმეების და თემით დაინტერესებული პირების, მათ საჭიროებაზე მორგებული ექსპერტული დახმარების და ინსტიტუციური გაძლიერების სერვისებით უზრუნველყოფა, კერძოდ:

ტრენინგები

ტრენინგის თემა და ხანგრძლივობა განისაზღვრება წინასწარ და მორგებულია ჯგუფის ინტერესებზე და საჭიროებაზე. ტრენინგები ტარდება შემდეგ თემებზე: