მომხმარებლის უფლებების დაცვა

მიზანი

პროგრამის საქმიანობის მიზანია ქვეყანაში სახელისუფლებო სტრუქტურების მიერ მომხმარებელთა უფლებების დაცვის  უზრუნველყოფა საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე. ამ მიზნის მისაღწევად ვმუშაობთ შემდეგი მიმართულებებით:

  • მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება;
  • სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობის მონიტორინგი;
  • საკანონმდებლო ცვლილებების ლობირება;
რას და როგორ ვაკეთებთ
  • ვახდენთ რეაგირებას მომხმარებლის მხრიდან შემოსულ ინფორმაცია/საჩივრებ-ზე.
  • გვაქვს მუდმივი კავშირი მომხმარებელთან ჩვენი ვებ და ფეისბუქ გვერდებისge საშუალებით. გვაქვს ცხელი ხაზი 032 219 42 42.
  • მიღებული საჩივრის საფუძველზე, კეთდება პროდუქტების ლაბორატორიული ანალიზი;
  • მუდმივად ვუწევთ მომხმარებელს იურიდიულ კონსულტაციას;
  • სისტემატურად ხდება შემოწმებების შედეგების შესახებ მომხმარებლების ინფორმირება.
  • აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს;
  • პროგრამის ინტერნეტ გვერდებზე ხდება საინფორმაციო ხასიათის სტატიების გამოქვეყნება სხვადასხვა რჩევებით: როგორ ავირჩიოთ პროდუქტი,  როგორ მოვიქცეთ, როცა რაიმე დარღვევასთან გვაქვს საქმე, რა უნდა გავაკეთოთ და როგორ ვიჩივლოთ მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევაში.
  • ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში გაწერილი სამომხმარებლო სფეროს რეგულაციის საკითხებზე, მოსახლეობის ინფორმირებისათვის ტარდება  ტრენინგები, სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის.
  • გამოიცა სპეციალური დამხმარე სახელმძღვანელოები, მოქალაქე და ეკონომიკა.(სახელმძღვანელო გამოიცა 4 ენაზე)
  • ცხადდება ესეების კონკურსი საქართველოს მასშტაბით, 9-11 კლასეებისთვის.
  • ყოველწლიურად ტარდება ტრენინგები ჟურნალისტებისათვის, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უფრო საფუძვლიანად გასაცნობად.
  • ცხადდება კონკურსი ჟურნალისტებისათვის სადაც მონაწილეობა შეუძლია მიიღოს საქართველოში მოქმედ ნებისმიერ მედია საშუალებას. კონკურსის თემაა მომხმარებლის უფლებები.
  • რეგიონში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, პროგრამის ფარგლებში წელიწადში ორჯერ ცხადდება საგრანტო კონკურსი. რომლის მიზანიც ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას ასოცირების ხელშეკრულების შესახებ.
როგორ დავიწყეთ

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით ორგანიზაციამ მუშაობა 2009 წელს დაიწყო სასურსათო ბაზრის მონიტორინგით და დღეისათვის სასურსათო ბაზართან ერთად, შესაძლებლობების ფარგლებში ვცდილობთ სხვა სამომხმარებლო მიმართულებითაც მონიტორინგის განხორციელებას.

2011  წლიდან შეიქმნა საიტი momxmarebeli.ge, სადაც შეიძლება იპოვოთ ინფორმაცია:

  • რა უფლებები აქვს მომხმარებელს;
  • რა ვალდებულებები აქვს პროდუქციის მწარმოებელს და გამყიდველს;
  • ვის, სად და როგორ უნდა მიმართოთ, თუკი თქვენი უფლებები დაირღვა.

გარდა ამისა, საიტის საშუალებით შესაძლებელია თქვენი და სხვისი გამოცდილების გაზიარება პროდუქტებთან, მეწარმეებთან ან მომწოდებლებთან დაკავშირებით; როგორ შეიძლება თქვენი უფლებების დაცვა სხვადასხვა სიტუაციაში; რა წინააღმდეგობები შეიძლება შეგხვდეთ და როგორ გადალახეს ეს წინააღმდეგობები სხვა მომხმარებლებმა. ასევე შესაძლებელია მიიღოთ საიტის ადმინისტრატორებისგან და მომხმარებლებისგან რჩევები და დახმარება.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების  გაფორმების შემდეგ პროგრამამ ამ მიმართულებითაც დაიწყო მუშაობა. რადგან ხელშეკრულების ძირითადი ნაწილი DCFTA სწორედ სამომხმარებლო სფეროს დარეგულირებას უწყობს ხელს.

სად ვმუშაობთ
პროგრამა ხორციელდება საქართველოს მასშტაბით.
ვინ არიან ჩვენი დონორები და პარტნიორები

პროგრამის ფინანსური მხარდამჭერები არიან :

  1. პური მსოფლიოსათვის " CSRDG 2013-2016 წლის პროგრამა" (მათი ლოგო)
  2. ევროკომისია;http://ec.europa.eu/europeaid/index_en.htm

პროგრამას პროექტები განუხორციელებია: ევროპის ფონდისა და  ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით

  • პროგრამის პარტნიორები:
  • იხილე მეტი:
  • წლიური ანგარიში;
  • ბროშურა:
  • ვებ-გვერდი: http://momxmarebeli.ge/
  • Facebook: https://www.facebook.com/momxmarebeli.ge/
  • პუბლიკაციები:
  • სახელმძღვანელოები:
  • კვლევები: