19.06.2013 Geo | Eng
კვლევები და პუბლიკაციები
მოვლენათა კალენდარი
<<< ივნისი 2013 >>>
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ  
          1 2  
3 4 5 6 7 8 9  
10 11 12 13 14 15 16  
17 18 19 20 21 22 23  
24 25 26 27 28 29 30  



  ევროპის სამეზობლო პოლიტიკა

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კოალიციურად სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად (კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) და კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი (ICCN))  ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, აქტიურად მონაწილეობს საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისა და შეფასების პროცესში.

2009 წლიდან, ზემოხსენებულმა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ საქართველოს რეგიონებისა და დედაქალაქის 40-მდე საზოგადოებრივი ორგანიზაციის ჩართულობით რამოდენიმე მნიშვნელოვანი ინციატივა განახორციელა. კერძოდ, მომზადდა სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში შემუშავებული 2007-2010 წ.წ. ეროვნული ინდიკატიური პროგრამის შეფასების ანგარიში სხვადასხვა პრიორიტეტული სფეროს მიხედვით და შემუშავდა რეკომენდაციები 2011-2013 წ.წ. ინდიკატიური პროგრამისთვის. ასევე, კოალიციამ სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში შემუშავებული ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის 2009 წლის შესრულების შეფასება განახორციელა. ყველა ეს დოკუმენტი განხილეს ეროვნულ და ევროკავშირის სტრუქტურებში. 

ევროპის სამეზობლო პოლიტიკა. სამოქმედო გეგმა ევროკავშირი-საქართველო (2009 წლის ალტერნატიული ანგარიში).

2010 წლიდან კოალიცია გაფართოვდა. მას შეუერთდა რამოდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაცია.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG), კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN), კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრთან (ICCN) და ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაცია ”ელკანა”-სთან ერთად, APRODEV მხარდაჭერით კოალიციურად განახორციელა პროექტი ”საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა ENP ფარგლებში შემუშავებული საქართველოს სამოქმედო გეგმის (ENP AP) 2010 წლის შესრულების შესახებ ალტერნატიული ანგარიშის მომზადებაში”. ანგარიში მომზადდა საქართველოს 20-მდე საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლის მონაწილეობით  (აქედან უმეტესობა იყო რეგიონული CSO) და მაში განხილულია სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ზოგიერთ სფეროში რეფორმების მიმდინარეობა. ეს სფეროებია:
1. ადგილობრივი თვითმმართველობა;
2. სურსათის უვნებლობა, სტანდარტები და ტექნიკური რეგლამენტები;
3. სამეწარმეო გარემო;
4. კონფლიქტების მოგვარება;
5. გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება;
6. ენერგეტიკა;
7. განათლება;
8.  სოფლის მეურნეობა.

ევროპის სამეზობლო პოლიტიკა – სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში 2010

(c) 2004, CSRDG