25.05.2013 Geo | Eng
კვლევები და პუბლიკაციები
მოვლენათა კალენდარი
<<< მაისი 2013 >>>
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ  
    1 2 3 4 5  
6 7 8 9 10 11 12  
13 14 15 16 17 18 19  
20 21 22 23 24 25 26  
27 28 29 30 31      




Deprecated: Function eregi() is deprecated in /home/csrdg/public_html/modules/services/files/main.php on line 10
  საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის (II)

Deprecated: Function eregi() is deprecated in /home/csrdg/public_html/modules/services/files/main.php on line 57

SMART    მართვის ხელოვნების სკოლა

გზა თქვენი ორგანიზაციის წარმატებისკენ

 

რა არის ამაში თქვენთვის საინტერესო? 

SMART
(School of Management Arts)  -
პროგრამა ახალი საფეხურია საზოგადოებრივი ორგანიზაციის განვითარების სფეროში. მაღალი კონკურენციის პირობებში, აუცილებელია, ორგანიზაცია მუდმივად ახდენდეს თანამშრომლების, განსაკუთრებით მმართველი გუნდის წევრების, ცოდნის და უნარების უწყვეტ განახლებას, რათა მათ შეძლონ დაუმტკიცონ საზოგადოებას და დონორ ორგანიზაციებს, რომ აკმაყოფილებენ თანამედროვეობის ყველაზე ამბიციურ მოთხოვნებსაც კი.
პროგრამა მომზადებულია მსოფლიოს ლიდერი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის, აკრედიტებული ტრეინინგ-კურსების და ორგანიზაციული განვითარების თანამედროვე თეორიების ბაზაზე, რომელიც გამდიდრებულია შესაბამისი მასალით.

რატომ არის  SMART - პროგრამა განსაკუთრებული?

პროგრამა კომპლექსურად განიხილავს საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარებისათვის აუცილებელ სფეროებს. ცალკეული ტრეინინგების ნაცვლად პროგრამა გთავაზობთ ტრეინინგების სრულ პაკეტს, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის წარმატებისთვის საჭირო უნარების და ცოდნის გაუმჯობესებას.

ვისთვის შეიქმნა პროგრამა?

მართვის ხელოვნების სკოლის ერთწლიანი კურსი სპეციალურად შექმნილია ორგანიზაციების სხვადასხვა დონის მენეჯერებისათვის:
• ორგანიზაციის ხელმძღვანელები ან/და ხელმძღვანელი რგოლის წარმომადგენლები;
• პროგრამების ან/და პროექტების მენეჯერები და კოორდინატორები
.

პროგრამის ტრეინინგ-კურსების შესახებ:

ტრეინინგები დაჯგუფებულია ორ კატეგორიად:
1. ძირითადი კურსი;
2. არჩევითი კურსები.


ძირითადი კურსი


- 1. კურსის შესავალი ეფექტური ორგანიზაცია და ორგანიზაციული განვითარება - 12 სთ
 
- 2. მართვის უნარ-ჩვევები - 18 სთ
 
- 3. სტრატეგიული დაგეგმვა და პროექტების მართვა - 24 სთ
 
- 4. რესურსების განვითარება და სოციალური მარკეტინგი - 18 სთ
 
- 5. პროექტების წერა - 18 სთ
 
- 6. ადამიანური რესურსების მართვა - 18 სთ
 

არჩევითი კურსები


- 7. ცვლილების მართვა - 18 სთ
 
- 8. სოცმეწარმეობა – შემოსავლის მომტანი საქმიანობა არამომგებიან ორგანიზაციებში - 18 სთ
 
- 9. მოხალისეების მართვა - 18 სთ
 
- 10. თემთან მუშაობის უნარები
 

როგორ გახდეთ პროგრამის მონაწილე

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 

გთხოვთ, შევსებული განაცხადი გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე:
apply@csrdg.ge ან მოგვაწოდოთ მისამართზე: დელისის პირველი შესახვევი #5ა, თბილისი, საქართველო

თუ გსურთ SMART - ბროშურის ჩამოტვირვა, დააჭირეთ აქ

 

ტრეინინგ პაკეტის და ტრეინინგების ღირებულება

საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი, ითვალისწინებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების საჭიროებებს და ინტერესს პროგრამის მიმართ, აწესებს ხელმისაწვდომ და რეალურ ფასს ტრეინინგების მთელ კურსზე.
ასევე, იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია წარადგენს 2 ან მეტ ადამიანს, ისარგებლებს ფასდაკლებით. ფასები მოცემულია ევროში, გადახდა იწარმოებს შესაბამისი კურსით ლარებში ორ ეტაპად, 6 თვიანი ინტერვალით.
ძირითადი კურსის მონაწილეთათვის მოქმედებს მნიშვნელოვანი ფასდაკლება არჩევით კურსებში მონაწილეობისთვის.

ძირითადი კურსი

 

მონაწილეთა რაოდენობა ერთი ორგანიზაციიდან

ერთწლიანი კურსის ფასი

1 მონაწილე

1190 ევრო

 

მონაწილეთა რაოდენობა ერთი ორგანიზაციიდან

ფასდაკლება

2-8 მონაწილე

5%

9-12 მონაწილე

7%

13-16 მონაწილე

10%

 არჩევითი ტრეინინგ კურსი

 

ძირითადი ტრეინინგ კურსის მონაწილეთათვის არჩევითი ტრეინინგის ღირებულება

სხვა მონაწილეთათვის

200 ევრო

300 ევრო

კურსის საფასურში შედის:
• ტრეინინგების დამხმარე მასალა, რომელიც სრულად ფარავს ტრეინინგების თემატიკას. დამხმარე მასალაში შედის: თითოეული ტრეინინგის 20-50 გვერდიანი სახელმძღვანელო და ტრეინინგზე დასარიგებელი სხვა მასალა, რომელიც მომავალში, თქვენს ყოველდღიურ მუშაობაში გამოგადგებათ.
• თითო ტრეინინგ-დღეზე ორი ყავის შესვენება და ერთი სადილი.

ტრეინინგ კურსების და სხვა სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე office@csrdg.ge  ან დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 399 019 ან 250 711


(c) 2004, CSRDG