ცენტრის მისიაა კარგი მმართველობის, პასუხისმგებელი ბიზნესის და აქტიური სამოქალაქო სექტორის განვითარება საზოგადოების კეთილდღეობისთვის.

ცენტრი ხელს უწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას სექტორთა შორის თანამშრომლობის გაძლიერებითა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებით;

ჩვენ გვჯერა კეთილსინდისიერების, თანასწორობის და ადამიანის ღირსების. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი,  ურთიერთთანამშრომლობა და სოლიდარობა ქვეყნის განვითარების წინაპირობაა.

 

მისიის შესასრულებლად “ცენტრს” დასახული აქვს სამი გრძელვადიანი სტრატეგიული მიზანი ქვეყნის მოსახლეობასთან, მთავრობასა და კერძო სექტორთან მიმართებით:

მოსახლეობასთან ცენტრი აქტიურად მუშაობს ცნობიერების ამაღლების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართვის, მოსახლეობის მიერ საკუთარი ინტერესების დაცვის ხელშეწყობის მიზნით;

მთავრობასთან მიმართებით ცენტრის მიზანია კონსტრუქციული კრიტიკისა და საექსპერტო დახმარების გზით, ხელი შეუწყოს მოსახლეობის აქტიური მონაწილეობით მთავრობის მიერ სტრუქტურული რეფორმების ეფექტურ ფორმულირებას და განხორციელებას;

კერძო სექტორთან მიმართებით ცენტრი ხელს უწყობს ბიზნესის აქტიურ ჩართვას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში პასუხისმგებელი ბიზნესის კონცეფციისა და პრაქტიკის დამკვიდრებისა და მულტისექტორული პარტნიორობის განვითარების გზით.

 

ჩვენი აზრით, სამივე მიზანი მჭიდროდ არის გადაჯაჭვული და მათ ერთობლიობას წვლილი შეაქვს ქვეყნის მდგრად განვითარებაში, მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის ამაღლებასა და დემოკრატიის მშენებლობაში.