ჩვენ შესახებ

 1995 წელს ქართული საზოგადოებისთვის, პრაქტიკულად, უცნობი  იყო საზოგადოებრივი ორგანიზაციის ცნება, თუმცა თვლიდნენ, რომ სწორედ ამ ფორმით არის შესაძლებელი მოსახლეობისთვის სასარგებლო საქმიანობის გაწევა. ამ იდეით, დაფუძნდა 1995 წლის ივლისში, საზოგადოებრივი ორგანიზაცია, “საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი”, რომელსაც გააჩნია სამოქალაქო სექტორში წარმატებული მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება.

 ორგანიზაცია ორიენტირებულია ისეთ შედეგებზე, რომლებიც გარკვეულ პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს, როგორც ცალკეულ ადამიანებს და ადამიანთა ჯგუფებს, ასევე მთლიანობაში საზოგადოებას. ამ მიზნით ცენტრი მუდმივად ხელს უწყობს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან თანამშომლობითი ურთიერთობების დამყარებასა და გაღრმავებას.

ცენტრი წლების მანძილზე ეფექტურად საქმიანობს ქვეყნის განვითარებისთვის და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა:

  • სამოქალაქო საზოგადოების განვითარება;
  • ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა;
  • თემის/სოფლის განვითარება;
  • გარემოს დაცვა;
  • ხელისუფლების დეცენტრალიზაცია;
  • მუნიციპალიტეტების ანგარიშვალდებულებისა და საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა;
  • მომხმარებელთა უფლებები;
  • კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა;
  • სოციალური მეწარმეობა.

ცენტრის საქმიანობისას გამოყენებული ძირითადი მიდგომებსა და სტრატეგიას წარმოადგენს:

  • კვლევითი საქმიანობა;
  • ცნობიერების ამაღლება და ინტერესთა დაცვის კამპანიები;
  • სახელისუფლებო უწყებების საქმიანობის მონიტორინგი;
  • საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება;
  • საექსპერტო მხარდაჭერა;
  • სამოქალაქო ორგანიზაციების გაძლიერება;
  • მიკროგრანტების გაცემა;
  • პარტნიორული და კოალიციური მუშაობის ხელშეწყობა.

წლების განმავლობაში “ცენტრმა” დაიმკვიდრა ძლიერი კვლევითი და ექსპერტული ორგანიზაციის, ასევე სანდო პარტნიორისა და პრაქტიკული, განვითარებაზე მიმართული საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციის სახელი.