ტრენინგი „როგორ შევიმუშაოთ კომპანიის CSR სტრატეგია“

images
შენიშვნები და წინადადებები საქართველოს კონსტიტუციის პროექტზე
მაისი 16, 2017
საიტისთვის

ტრენინგის ძირითადი მიზნები:
ტრენინგის მიზანია საქართველოში მოქმედი ქართული და საერთაშორისო კომპანიების წარმოამდგენლებს მიაწოდოს ცოდნა და პრაქტიკული ინსტრუქციები შემდეგ საკითხებზე:
– CSR კონცეფციის რაობა;
– როგორ უნდა მოხდეს შიდა და გარე დაინტერესებულ პირთა იდენტიფიკაცია;
– კომპანიისთვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის გრძელვადიანი მიზნებისა და პრიორიტეტული მიმართულებების იდენტიფიკაცია;
– CSR სტრატეგიის შემუშავება, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს და იმავდროულად ითვალისწინებს ადგილობრივ კონტექსტს და შეესაბამება კომპანიის ძირითად საქმიანობასა და მიზნებს;
– სამოქმედო გეგმის შემუშავება დაგეგმილი სტრატეგიის განსახორციელებლად, რომელიც მოიცავს მონიტორინგისა და შედეგების შეფასების ორგანიზაციულ პროცედურებსა და მექანიზმებს;
ტრენერი: ტრენინიგს ჩასატარებლად ორგანიზატორებმა მოწივიეს საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტი, ერთ-ერთი გამორჩეული სპეციალისტი CSR-ის სფეროში ბ-ნი ჟაკ სპელკენი (ბელგია). ჟაკ სპელკენის ექსპერტიზის უნიკალურობა, მისი მაღალი პროფესიონალიზმის გარდა მდგომარეობს იმაში, რომ იგი აერთიანებს აკადემიურ ცოდნასა და კერძო სექტორში მუშაობას. იგი არის ბელგიის რამდენიმე წამყვანი უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი და იმვადროულად მსხვილი მულტინაციონალური კომპანიის “ENGIE Group”-ის პრეზინდეტის მრჩეველი CSR საქმიანობის კუთხით და CSR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ჟაკ სპელკენი ამასთანავე გამოცდილი საერთაშორისო ტრენერია CSR საკითხებში (იხილეთ თანართული ბიოგრაფია).

ტრენინგის ფორმატი: შედეგზე ორიენტირებული სესიები, რომელთა ფარგლებში სალექციო ფორმატს შეენაცვლება ჯგუფური დავალებები, დისუკსიები და სავარჯიშოები.
ტრენინგის სამიზნე აუდოტორია: ტრენინგი განკუთვნილია საქართველოში მოქმედი ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებისათვის (CSR მენეჯერის პოზიცია ან კომპანიის CSR პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი).

ადგილების რაოდეობა: 20

ერთი კომპანიიდან დასაშვებია მხოლოდ ერთი ადამიანის მონაწილეობა. ჩატარების ადგილი: თბილისი, ლოლიტა, ჭოველიძის ქ. 7.

თარიღი და ხანგრძლივობა: 30 ივნისი 2017, 10.00-18.00

სამუშაო ენა: ინგლისური
მონაწილეობის ღირებულება: 100 ლარი. აღნიშნული სიმბოლური გადასახადი, რომელიც ტრენინგის ღირებულების მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს, მოხმარდება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებისკენ მიმართულ შემდგომ ღონისძიებებს.

მონაწილეთა შერჩევის პროცედურა:
ორგანიზატორებს სურთ ამ პროგრამით მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინონ საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებაზე და ხელი შეუწყონ CSR-ის შედეგად კერძო სექტორისათვის წამოჭრილი შესაძლებლობების სწორ გააზრებას. ამ მიზნით მოწვეულია საერთაშორისო ცნობადობის მქონე მაღალი კვალიფიკაციის ტრენერი ევროპიდან; ორგანიზატორები ასევე ფარავენ ტრენინგში მონაწილეობის ხარჯების უმეტეს ნაწილს, რათა საშუალება მისცენ კომპანიებს მაქსიმალური სარგებელი მიიღონ ამ შესაძლებლობიდან. აღნიშნული მიზნის უზრუნველსაყოფად, მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ წარმოადგინონ:
1. შევსებული განაცხადი (განაცხადის ფორმა ჩამოტვირთეთ)
2. კომპანიის ხელმძღვანელის ან მონაწილის უშუალო ხელმძღვანელის მხარდაჭერის წერილი (წერილის ნიმუში ჩამოტვირთეთ).
მონაწილეთა შერჩევას განახორციელებს პროექტის ორგანიზატორთაგან დაკომპლექტებული საბჭო წარმოდგენილი აპლიკაციების განხილვის შედეგად. შერჩევის ძირთადი კრიტერიუმი იქნება კომპანიის მიმიდინარე CSR პროგრამების ხასიათი და სამომავლო გეგმები, აპლიკანტის ხედვა და საკითხის გააზრება.
შერჩეულ კანდიდატებს ორგანიზაცია გაუგზავნის რეგისტრაციის ბმულს. მხოლოდ ტრენინგის საფასურის სრულად დაფარვის შემთხვევაში რეგისტრაცია ჩაითვლება დასრულებულად.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 6 ივნისი, 2017
შევსებული განაცხადები და თანმხლები მხარდაჭერის წერილი გადმოაგზავნეთ მისამართზე:
lela@csrdg.ge; elene@csrdg.ge

ტრენინგის ორგანიზატორია ‘საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” . ტრენინგი ეწყობა საერთაშორისო პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის”ფარგელბში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, კონსულტაციისა და ტრენინგის

ცენტრი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ.